აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ჰაუბიცების 90% უკვე უკრაინაშია

დაპირებული 90-დან 81 ჰაუბიცა, რომელიც აშშ-ს ხელისუფლებამ უკრაინისთვის გამოყო უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

"შემიძლია გითხრათ, რომ დაპირებული 90 ჰაუბიცის 90%, რომელიც უკრაინის ბოლო ორი საპრეზიდენტო განკარგულებით გადაეცა უკვე უკრაინელების განკარგულებაშია",- ამბობს ტელევიზიასთან საუბარში პენტაგონის მაღალჩინოსანი. 

ამავდროულად პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, უწყება არ აწარმოებს უკრაინისთვის გადაცემული თითოეული დანადგარის დაკვირვებას და მათთვის უცნობია თუ კონკრეტულად სად არის განთავსებული ამ დროისთვის უკრაინისთვის გადაცემული ჰაუბიცები. 

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰაუბიცებთან ერთად გადაეცათ მათი საბრძოლო მასალის მარაგიც. 

აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა გასულ დღეებში რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით განხორციელებულ ინტენსიურ სარაკეტო შეტევებზეც ისაუბრა - მისი თქმით საოკუპაციო ძალების დარტყმებმა არსებითი ზიანი ვერ მიაყენა უკრაინის შეიარაღების საწყობებს. 

 

მსგავსი სიახლეები