აშშ-ს თავდაცვის მდივანი: როგორც ჩანს პუტინმა კიევის აღების გეგმებზე უარი თქვა
აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლლოიდ ოსტინის თქმით, ფრონტზე ბოლო დღებში მომხდარი გადაადგილებები მიუთითებს, რომ მაღალი ალბათობით რუსეთის ხელმძღვანელობამ უარი თქვა კიევის აღების გეგმაზე.
"პუტინი მართლაც ფიქრობდა, რომ ის სწრაფად შეძლებდა უკრაინის აღებას, და ძალიან სწრაფად დაიკავებდა დედაქალაქს, მაგრამ ის ძალიან შეცდა",- ამბობს პენტაგონის ხელმძღვანელი.
ოსტინის თქმით აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ფრონტზე ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში - "ვფიქრობ, რომ მაღალი ალბათობით პუტინმა უარი თქვა კიევის აღების გეგმაზე და ამ დროისთვის მისი ძალისმხვეა კონცენტრირებულია ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით".
პენტაგონის ხელძღვანელის თქმით, აშშ გააკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას, როდესაც ომი ახალ ფაზაში გადავა.
რამდენიმე საათით ადრე უკრაინის ფრონტზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა ნატოს გენერალურლმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც. მისი თქმით, პუტინს არ უთქვამს უარი უკრაინის სრული კონტროლის გეგმაზე და ამ დროისთვის მისი ძალისხმევა დონბასის დაკავებისკენაა მიმართული.
ჩრდილოეთიდან ჯარების გაყვანის მიუხედავად კიევისთვის არსებულ საფრთხეზე მიუთითებდნენ სხვა დასავლელი პოლიტიკოსებიც.