აშშ-სთვის არ იქნება მარტივი რუსეთის ბირთვული დარტყმის პროგნოზირება - POLITICO

აშშ-ს დაზვერვისთვის არ იქნება მარტივი რუსეთის ბირთვული მზაობის დროული შემჩნევა და შესაძლო ბირთვული დარტყმის პროგნოზირება. ამის შესახებ POLITICO-ს მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი

გარკვეული სირთულეების მიუხედავად, გამოცემის ინფორმირებული წყაროები ამბობენ, რომ აშშ-ს მაინც შეუძლია რუსეთის ბირთვული დარტყმისთვის მომზადების ნიშნების გამოვლენა. 

აშშ-ს დაზვერვის 5 მაღალჩინოსანის თქმით, ამ მომენტისთვის აშშ-ს დაზვერვა ცდილობს გააქტიუროს თავისი წყაროები და დაადგინოს თუ კონკრეტულად რა მოქმედება ან კომუნიკაცია შეიძლება იყოს იმის უტყუარი მანიშნებელი, რომ ვლადიმირ ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს. ისინი ფრთხილობენ, რომ ამგვარი ნიშანი ვაშინგტონამდე შესაძლოა გვიან მოაღწიოს. 

თავის მხრივ ცხადია, რომ POLITICO თავის გამოძიებაში ეყრდნობა იმ ექსპერტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინაში განცდილი მარცხის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა განიზრახოს ე.წ. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება. 

ტაქტიკური ბირთვული დარტყმის ზუსტი პროგნოზირება იმიტომ არის რთული, რომ ამგვარი ასაფეთქებლის ტარება რუსეთის კონვენციური შეიარაღების და თვითმფრინავებს დიდ ნაწილს შეუძლია. 

"ეს ნიშნავს, რომ თუ პუტინს და მის გარემოცვას მოუნდება, რომ მათი განზარხვის შესახებ მსოფლიომ წინასწარ არ იცოდეს, ამ შემთხვევაში შესაძლოა აშშ-ს გაუჭირდეს იმ მომენტის დადგენა თუ კონკრეტულად რა მომენტში გამოცვლის ჩვეულებრივ ასაფეთქებელს ბირთვულით", - ნათქვამია პუბლიკაციაში. 

რუსეთის მზაობის ნიშნების გამოსავლენად აშშ-ს დაზვერვა მის ხელთ არსებულ ყველა წყაროს იყენებს, მათ შორის სადაზვერვო თვითმფრინავების, სახელმწიფო და კომერციული სატელიტური ფოტოების ჩათვლით. 

აშშ-ს დაზვერვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კალინინგრადი - აღმოსავლეთ ევროპაში მდებარი რუსული ანკლავი, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზებრეგითი რაკეტები განათავსა, რომელსაც ბირთვული ასაფეთქებლის ტარებაც შეუძლია. 

გამოცემის ცნობით, ბოლო დღეებში ქალაქს აქტიურად აკვირდება აშშ-ს მზვერავი თვითმფრინავი BoeingRC - 135. 

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით რუსეთს განკარგულებაში აქვს 23 ტიპის შეიარაღება, რომელსაც ბირთვული ასაფეთქებლის ტარება შეუძლია, მათ შორისაა 'ისკანდერის' ტიპის რაკეტები. 

მიუხედავად ამისა, პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამერიკულ დაზვერვას რუსეთის ბირთვული მზაობის გამოვლენა ირიბ მონაცემებემსა და სინთეზურ ანალიზზე დაყრდნობით შეუძლია. 

ამგვარი მზაობის ნიშანი შეიძლება იყო ის, თუ მაგალითად რუსეთი ფრონტის რომელიმე მონაკვეთზე მხოლოდ ერთ კონკრეტულ სამხედრო ნაწილს გაგზავნის და იმავე რაიონიდან გამოიყვანს ჩვეულებრივ სამხედრო ნაწილებს, რომლებსაც ბირთვული აფეთქების ოპერირების ზონაში მოქმედება არ შეუძლიათ. 

გამოცემის რამდენიმე წყაროს აზრით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვლადიმირ პუტინის სურვილი იქნება, რომ ამის შესახებ მსოფლიომ გაიგოს და მომზადების პროცესს არც დამალავს. 

მსგავსი სიახლეები