აშშ თურქეთს F-16-ების მოდერნიზებაში დაეხმარება

აშშ თურქეთისთვის F-16-ის გამანადგურებლების მოდერნიზდებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიყიდვას გეგმავს. ამის შესახებ Reuters წერს.

სახელმწიფო დეპარტამენტი გამანადგურებლების მოდერნიზაციისთვის საჭირო აღჭურვილობის გაყიდვის დამტკიცების პროცესის დასაწყებად ემზადება.

გამოცემამ ინფორმირებული თანამოსაუბრეებისგან შეიტყო, რომ კონგრესის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები ამაზე არაფორმალურად უკვე შეთანხმდნენ.

იმავდროულად, ჯერ კიდევ არ არის მიღწეული პროგრესი დამატებითი F-16-ების შეძენაზე უფრო დიდ შეთანხმებაზე, რასაც კონგრესში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

ანკარა დიდი ხანია ცდილობს აშშ-დან მინიმუმ F-16-ის გამანადგურებლების მიღებას - მას შემდეგ, რაც თურქეთი F-35-ის პროგრამიდან გაირიცხა და რუსული S-400-ების შეძენის გამო სანქციები დაუწესდა.

ექსპერტები თვლიან, რომ F-16-ების მოდერნიზებით აშშ შესაძლოა თურქეთზე გავლენის მოხდენას ცდილობდეს, რათა ქვეყანამ შვედეთის ნატოში ინტეგრაცია დაუშვას.

მსგავსი სიახლეები