აშშ უკრაინას 18 Himars-ს, 150 ჯავშანმანქანას და რადარებს გადასცემს

აშშ უკრაინას დამატებით 1.1 მილიარდი დოლარის დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით Associated Press ავრცელებს.

უახლესი პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში დაფინანსდა, რომელიც აფინანსებს კონტრაქტებს იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად.

უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

  • 18 ერთეული M142 Himars-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა;
  • რაკეტები Himars-ებისთვის;
  • 150 ჯავშანმანქანა;
  • ათეულობით სატვირთო მანქანა მისაბმელიანი მძიმე ტექნიკის გადასატანად;
  • საჰაერო რადარები;
  • უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ HIMARS-ები და სხვა მსგავსი სისტემები  ბოლო კვირებში უკრაინის საბრძოლო წარმატებების გასაღები იყო. ასევე რუსები აქტიურად იყენებენ ირანული წარმოების დრონებს, რაც უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემების საჭიროებას უსვამს ხაზს.

ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკრაინამ $17 მილიარდის სამხედრო დახმარება მიიღო.

საჯაროდ დახმარების შესახებ ოთხშაბათს გამოცხადდება, მას შემდეგ, რაც რუსეთი აპირებს უკრაინის ოკუპირებული ნაწილების ანექსიას, სადაც ფსევდორეფერენდუმები ჩატარდა. ე.წ "რეფერენდუმების" შედეგებს დასავლეთი და უკრაინა არ აღიარებს.

მსგავსი სიახლეები