აშშ-მ უკრაინას $300 მილიონის სამხედრო დახმარება გადასცა

3 მაისს შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 300 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ეს ინფორმაცია პენტაგონის ვებგვერდზე გავრცელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები შემდეგ შეიარაღებას მიიღებს:

  • დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის;
  • 155 მმ-იანი ჰაუბიცები;
  • 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები;
  • 120 მმ, 81 მმ და 60 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები;
  • ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა TOW ოპტიკური კონტროლით;
  • შვედური ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები Carl Gustaf და AT-4;
  • უმართავი საავიაციო რაკეტები Hydra-70 უკრაინული ავიაციისთვის;
  • მცირე ზომის იარაღი და მათი ვაზნები;
  • ასაფეთქებელი ნივთიერებები დაბრკოლებების დასაძლევად;
  • მცირე ზომის იარაღი და ვაზნები მისთვის;
  • ასაფეთქებელი ნივთიერებები დაბრკოლებების დასაძლევად;
  • მძიმე ტექნიკის გადასაზიდად სატვირთო მანქანები და მისაბმელიანი ტრანსპორტი;
  • სატრანსპორტო საშუალებების მოვლისა და შეკეთების აღჭურვილობა;
  • სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა.

პენტაგონში განმარტეს, რომ საუბარია შეიარაღებასა და აღჭურვილობაზე, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გამოიყო.

"აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინამ ბრძოლის ველზე მისი უშუალო მოთხოვნილებები და უსაფრთხოების გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილება სცადოს", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა.

კონტექსტი

ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, მთლიანობაში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 35.8 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გადასცა, მათ შორის, 35 მილიარდ დოლარზე მეტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები