აშშ უკრაინას დახმარების მორიგ 1.1. მილიარდიან პაკეტში მეტ HIMARS-ებს გადასცემს

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს, რომლის ჯამური მოცულობაც 1.1 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი დამხარების პაკეტის შესახებ რამდენიმე დღეში ოფიციალურად გახდება ცნობილი. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით დახმარების ახალ პაკეტში სხვა ყველაფერთან ერთად HIMARS-ის რამდენიმე ახალი დანადგარი და ამისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა იქნება. 

გარდა ამისა უკრაინა მიიღეს ახალ სარადარო სისტემებს, დრონების საწინააღმდეგო აპარატურას, რაც უზრუნველოყოფილი იქნება ტექნიკური მხარდაჭერით და შესაბიმისი წვრთნის პროცესით. 

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი დახმარების პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფობა - ეს აქტი საშუალებას აძლევს აშშ-ს პრეზიდენტს უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღება პირდაპირ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს შეუკვეთოს და არა არსებული არსენალიდან გასცეს. 

გასულ თვეებში დასავლურ პრესაში იწერებოდა, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში გაცემული შეიარაღების მისაღებად უკრაინას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს, ვინაიდან შეკვეთის დამზადებას გარკვეული დრო დასჭირდება.

გასულ ზაფხულს ამერიკული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები მედიასთან საუბარში ამბობდნენ, რომ უკრაინისთვის HIMARS-ის ახალი ეგზემპლარების გაგზავნა არ განიხილებოდა, ვინაიდან მათი შეფასებით უკრაინა მათ დანაკლისს არ განიცდიდა. 

სექტემბრის დასაწყისში New York Times წერდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში დასავლური წარმოების 26 რეაქტიული სისტემა იყო. მათ შორის 16 HIMARS-ის ტიპის და 10 M-270-ის ტიპის, შედარებით ძველი დანადგარი. 

გასული თვეების განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხშირად იტყობინება აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ების განადგურების შესახებ, თუმცა ამის დამადასტურებელი სანდო მტკიცებულებები ამ დრომდე არ წარმოუდგენია. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომენტიდან აშშ-მ უკრაინას 15 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა. 

მსგავსი სიახლეები