აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის შეიარაღებას გადასცემს

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის განკუთვნილი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინას 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას გადასცემს. 

"ჩვენ ვაცხადებთ დახმარების ახალი 800 მილიონიანი პაკეტის შესახებ, მათ შორის ამ პაკეტში შევა ახალი დასავლური წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე, მეტი არტილერია და საბრძოლო მასალები, რადიოლოკაციური რადარები და HIMARS-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რადარები",- განაცხადა ბაიდენმა მადრიდში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ. 

ამერიკელი პრეზიდენტის თქმთ, HIMARS-ის ტიპის სისტემებს უკრაინას სხვა დასავლური სახელმწიფოებიც გადასცემენ. 

მხოლოდ ომის დაწყებიდან ამ დრომდე აშშ-მ უკრაინას 7 მილიარდ დოლარზე მეტის შეიარაღება გადასცა. მათ შორის უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში HIMARS-ის ტიპის საარტილერიო დანადგარები, რომელთა მოქმედების რადიუსი 70 კილომეტრს აღწევს.

პენტაგონის ცნობით, ივლისში უკრაინა HIMARS-ის ტიპის კიდევ 4 დანადგარს მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები