აშშ უკრაინას დონბასის სამხედრო ობიექტებზე სადაზვერვო ცნობებს მიაწვდის

აშშ უკრაინას მიაწვდის სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც დაეხმრება გაანადგურონ სამხედრო ობიექტები ოკუპოირებულ ყირიმსა და დონბასში. 

ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ანონიმურ წყაროზე დაყრდნობთ ავრცელებს. 

გამოცემის მიერ გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად აფართოებს უკრაინასთან თანამშრომლობას სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის გაცემული ახალი, 800 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილია. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ამერიკული ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გადასცეს უკრაინას მძიმე შეიარაღება, არტილერიული დანადგარები და საბრძოლო ავიაცია, ასევე გააფართოვოს თანამშრომლობა დაზვერვის კუთხით წარმოადგენს ხარისხობრივ და ფუნდამენტურ ცვლილებას ამერიკულ სტრატეგიაში უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით. 

სწორედ ამ ცვლილებას ითხოვდა ოფიციალური კიევი ბოლო კვირების განმავლობაში. ომის პირველ კვირებში აშშ თავს იკავებდა უკრაინისთვის გარკვეული ტიპის შეიარაღების მიწოდებისგან, რის მიზეზადაც რუსეთის შესაძლო მძაფრ რეაქციას და ვითარების შემდგომი ესკალაციას ასახელებდა. 

ამავდროულად გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინას არ გადასცემს ისეთ სადაზვერვო ინფორმაციას, რაც უკრაინას მისცემდა საშუალებას გაანადგუროს სამხედრო ობიექტები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. 

 

მსგავსი სიახლეები