აშშ: უკრაინაში "ვაგნერის" 50 ათასი მებრძოლია, მათი 80% პატიმარია

უკრაინაში მებრძოლი "ვაგნერის" მებრძოლების დაახლოებით 80% შეიძლება ამ ომში მონაწილეობის მისაღებად გამოყვანილი პატიმარი ტყვეები. ამ ინფორმაციას აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინაში "ვაგნერის" მებრძოლების საერთო რაოდენობამ შეიძლება 50 ათასი ადამიანი იყოს, საიდანაც, 40 ათასი ყოფილი პატიმარია და ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

ჯონ კირბის თქმით, კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი "როგორც ჩანს, უბრალოდ ცდილობს ბახმუტში ხორცსაკეპი მანქანა რუსების სხეულებით შეავსოს", ვინაიდან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაახლოებით 1000 "ვაგნერის" მებრძოლი დაიღუპა.

"და ჩვენ გვჯერა, რომ მათი 90% იყო პატიმარი", - თქვა მან.

კირბი ვარაუდობს, რომ პრიგოჟინი ცდილობს გააძლიეროს კავშირები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მათ შორის, უკრაინაში რუსული ძალების რაოდენობის გაზრდით დაქირავებული ჯარისკაცების გადაბირების გზით.

"მთავარია, რამდენად კარგად გამოიყურება პუტინის თვალში და რამდენად კარგად ექცევიან მას კრემლში. სინამდვილეში, ვფიქრობთ, რომ მისი გავლენა ფართოვდება." - თქვა ამერიკელმა თანამდებობის პირმა. 

კირბიმ ასევე თქვა, რომ "ვაგნერი" თვეში 100 მილიონ დოლარს ხარჯავს უკრაინის ომზე. ნოემბერში კომპანიამ რაკეტები და ყუმბარმტყორცნები ჩრდილოეთ კორეიდან მიიღო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი და მისი სამხედრო პარტნიორები აგრძელებენ დასავლეთის სანქციების და ექსპორტის კონტროლის გვერდის ავლის გზების ძიებას.  

მსგავსი სიახლეები