აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტს უკვე ამზადებს - Politico
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, კონგრესში უკრაინის დამატებითი დაფინანსების მოსალოდნელი დამტკიცების ფონზე, კიევისთვის სამხედრო დახმარების "ჩვეულზე დიდ" პაკეტს ამზადებს.
ამის შესახებ Politico რამდენიმე ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის სამხედრო დახმარების სამომავლო პაკეტი ჯერ არ არის დასრულებული. მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის "მნიშვნელოვნად უფრო დიდი" იქნება, ვიდრე მარტში გამოყოფილი ბოლო პაკეტი - 300 მილიონი აშშ დოლარი.
გამოცემის წყაროები მიუთითებენ, რომ ახალ პაკეტში შედის ჯავშანტექნიკა, კერძოდ, ქვეითთა საბრძოლო მანქანები Bradley და ჯავშანტრანსპორტიორები M113, ასევე რაკეტები, არტილერია და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც Politico-ს ესაუბრა, თქვა, რომ ეს არის "დიდი პაკეტი, რომელიც დაეხმარება უკრაინას ბრძოლის ველზე საჭიროებების დაკმაყოფილებაში."
20 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
აშშ-ის სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატი კანონპროექტს სამშაბათს, 23 აპრილს უყრის კენჭს.