ავსტრალია უკრაინას 14 ჯავშანტრანსპორტიორს და 20 Bushmaster-ს გადასცემს
ავსტრალია დამატებით 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე 3 ივლისს განაცხადა.
"ავსტრალია მზადაა გააგრძელოს უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერა მანამ, სანამ უკრაინას ეს სჭირდება უპირატესობის და გამარჯვების მოსაპოვებლად, რადგან თქვენ იცავთ საერთაშორისო კანონის უზენაესობას, საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, რომელშიც ჩვენ ყველანი ვარსებობთ. დღეს ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო ტექნიკურ დახმარების შესახებ, რომელიც უკრაინას გადაეცემა", - განაცხადა მან.
პრემიერის თქმით, ავსტრალიამ უკრაინას უკვე 390 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია.
"ჩვენ [უკრაინას] დამატებით მივაწვდით 14 ჯავშანტრანსპორტიორს და 20 Bushmaster-ს. ამრიგად, ჩვენ მიერ მიწოდებული Bushmaster-ების ჯამური რაოდენობა 60 იქნება. ჩვენ ასევე მოგაწვდით დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, დრონებს და სხვა სამხედრო შეიარაღებას უკრაინის მოთხოვნის შესაბამისად." - აღნიშნა ავსტრალიის მთავრობის მეთაურმა.
ალბანესმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინელი მესაზღვრეების დახმარებას.
გარდა ამისა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინულ საქონელზე გადასახადების გაუქმების შესახებ განაცხადა.