ავსტრალიამ შესაძლოა უკრაინას 41 F/A-18 გადასცეს

ავსტრალიის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს კიევისთვის ამერიკული წარმოების McDonnell Douglas F/A-18 Hornet-ის გამანადგურებლის გადაცემაზე. მათ ავსტრალიის არმია აღარ იყენებს.

ამის შესახებ ავსტრალიური გაზეთი Financial Review წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, თვითმფრინავების ნაწილს, სავარაუდოდ, სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყენებენ, მაგრამ თვითმფრინავების გადაცემა შეიძლება იყოს ამ ომის ყველაზე მასშტაბური შეთანხმება უკრაინასთან.

F/A-18 Hornet არის მეოთხე თაობის გამანადგურებელი, რომელიც ჯერ კიდევ არის შეერთებულ შტატების, ესპანეთის, კანადის, შვეიცარიის, ფინეთის, მალაიზიისა და ქუვეითის შეიარაღებაში.

გამანადგურებელს რამდენიმე სამხედრო კონფლიქტში იყენებდნენ, მათ შორის პერაცია "უდაბნოს ქარიშხალსა" და ერაყის ომში, ავღანეთში და სერბეთის, ლიბიისა და სირიის დაბომბვისას. ავსტრალიის არმიაში ისინი მეხუთე თაობის თვითმფრინავებით ჩაანაცვლეს.

Financial Review-ის თანახმად, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდბა, თვითმფრინავები ოთხ თვეში მზადყოფნაში იქნება.

მსგავსი სიახლეები