"მძევლების საკითხი" - ბაიდენმა ბიბის 3 დღით ცეცხლი შეწყვეტა შესთავაზა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მძევლების გათავისუფლებისთვის ღაზაში 3 დღით ცეცხლის შეწყვეტა ვერ შესთავაზა. 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ამერიკული წყაროების ცნობით, კატარის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად ჰამასი თანახმა იქნება 3-დღით ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ 10-15 მძევალი გაათავისუფლოს და წარმოადგინოს გატაცებული ისრაელელების სრული სია. 

7 ნოემბრის ვიდეო მიმართვაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტასა და საწვავის გატარებას ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლების გარეშე.

კონტექსტი 

ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიბი ნეთანიაჰუმ გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა დაუშვა ტაქტიკური პაუზები რამდენიმე საათით. ბოლო დღეებში ამერიკული ადმინისტრაცია ისრაელელ პარტნიორებს "ჰუმანიტარული პაუზების" აუცილებლობაზე მიანიშნებს. 

ამერიკელი პარტნიორების წნეხის შედეგად ისრაელი ღაზისთვის დაწესებული ბლოკადის შემსუბუქებას დათანხმდა. 21 ოქტომბერს ეგვიპტის მხრიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი შევიდა. ამ დროიდან მოყოლებული ღაზაში ყოველდღიურად საკვებითა და მედიკამენტებით დატვირთული 30-მდე სატვირთო შედის. 

ისრაელის ცნობით, ნაწილობრივ აღდგენილია ღაზის წყალმომარაგებაც - ამ დროისთვის ღაზას ყოველდღიურად 28 მილიონი წყალი მიეწოდება, რაც ომამდელი მაჩვენებლის ნახევარია. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები