Axios: ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რუსეთმა ЗСУ-ს 4 რეგიონიდან გასვლა მოითხოვა

სტამბულში დასრულდა რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირების მოლაპარაკებები, სადაც, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაძლებლობა უნდა განხილულიყო.
State of Play: უკრაინის დიპლომატიური გუნდიდან წყარომ განაცხადა, რომ შეხვედრამ, რომელიც 2 საათზე ნაკლები გაგრძელდა, ხელშესახები პროგრესი ვერ მოიტანა.
- რუსულმა დელეგაციამ უკრაინულ მხარეს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ჯერ ვერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინული არმიის გაყვანა მოსთხოვა.
- რუსული მხარის მოთხოვნები რეალობას არის მოწყვეტილი და მნიშვნელოვნად სცდება ყველაფერს, რაც აქამდე განხილულა", — თქვა წყარომ.
Zoom in: უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინული მხარე მოლაპარაკებებზე უპირველეს ყოვლისა ცეცხლის შეწყვეტას განიხილავდა.
- გარდა ამისა, უმეროვმა განაცხადა, რომ ორი ქვეყაანა შეთანხმდა ტყვეების გაცვალზე ფორმულით 1000-1000-ზე.
Big Picture: აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ამერიკის პრეზიდენტმა წნეხის გაზრდა ორივე ქვეყანაზე დაიწყო.
- შეხვედრაზე არ ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, და სანაცვლოდ, მისი თანაშემწე, ვლადიმირ მედისნკი გაგზავნა.
- პასუხად, უკრაინელმა პრეზიდენტმა შესაბამისი დონის დელეგაცია გაგზავნა, რომელსაც სათავეში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედგა.
- რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინულ და თურქულ დელეგაციებთან საკოორდინაციო შეხვედრა ჩაატარა.
- „სამმა დელეგაციამ რუსეთისა და უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს,“ — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
- „სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დღეს გაიმართება უშუალო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, და კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ მკვლელობები უნდა შეწყდეს.“