აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ამ ინფორმაციას "Новости Армения" თვითაღიარებული არცახის საინფორმაციო შტაბის 13 დეკემბრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთ ამინდში გაზის მიწოდების შეწყვეტა ჰუმანიტარული და ეკონომიკური ტერორიზმია.

აზერბაიჯანის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ Twitter-ზე თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენმა, გეგამ სტეპანიანმაც განაცხადა.

"აზერბაიჯანმა შეწყვიტა გაზის მიწოდება მთელ არცახში (სომხეთი-არცახის გაზსადენი გადის აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე), ამის პარალელურად, არცახის მოსახლეობა უკვე 32 საათია სრულ ბლოკადაშია. ეს თუ არ არის დანაშაული, რა არის?" - დაწერა მან Twitter-ზე.

მსგავსი სიახლეები