აზერბაიჯანმა რუსი სამშვიდოების ზონაში საკონტროლო-გამშვები პუნქტი განათავსა

აბერბაიჯანმა ე.წ. ლაჩინის კორიდორში, რუსეთის სამშვიდობო ძალების მოქმედების ზონაში საკონტროლო-გამშვები პუნქტი განათავსა. ეს არის სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. 

აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, საკონტროლო პუნქტი საჭიროა რათა აღიკვეთოს სომხეთის მხრიდან ყარაბაღში შეიარაღების, ცოცხალი ძალის ნაღმების ფარული ტრანსპორტირების აღკვეთა. 

თავის მხრივ სომხეთი კატეგორიულად უარყოფს ყარაბაღში რამენაირი შეიარაღების ტრანსპორტირებას. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, აზერბაიჯანული საკონტროლო-გამშვები პუნქტი უხეშად არღვევს 2020 წლის 10 ნოემბერს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. 

საგარეო უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის სამშვიდობო ძალებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და კონტროლის დაუქვემდებარონ საჩინის გზა. 

კონტექსტი 

გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ლაჩინის კორიდორი ბლოკირებულია - გზა აზერბაიჯანის მოქალაქეებს აქვთ გადაკეტილი, რომლებიც საკუთარ თავს ეკო-აქტივისტებს უწოდებენ. ე.წ. ეკო-აქტივისტების თქმით, ისინი სომხეთის მიერ ყარაბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა მინერალი კუსტარული მოპოვების პრაქტიკას აპროტესტებენ, რაც მათივე თქმით, აზიანს რეგიონის ეკოლოგიას. 

თავის მხრივ საქმეში ჩაერია გაეროს უმაღლესი სასამართლომ - გამოქვეყნებულ დასკვნაში, სასამართლო საუბრობს ბლოკადის გამო ყარაბაღში შექმნილ საკვებისა და მედიკამენტების უკმარისობა. სასამართლო მოუწოდებს აზერბაიჯანს უზრუნველყოს ჰუმანიტარული ტვირთების თავისუფალი გატარება. 

2020 წლის ნოემბერში ყარაბაღის მეორე ომის დამთავრების შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები პერიოდულად ხდება, მათ შორის ბოლო ასეთ შეტაკებისას დაღუპულები იყვნენ ორივე მხარეს. 

ამასთანავე, მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები დიდ სამვიდობო შეთანხმებაზე. რამდენიმე დღის, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იგი მზად არის დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი, მის მიერ ბაქოში გაგზავნილ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტს, თუმცა აზერბაიჯანი კვლავ უარზეა. 

თავის მხრივ, მთავარ პრობლემას ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩენილი სომხეთის მოქალაქეების სტატუსი წარმოადგენს. ოფიციალური ბაქო ომის შემდეგ უარზეა ყარაბაღის სომხებს კულტურული ან პოლიტიკური ავტონომია მიანიჭოს. 

რამდენიმე დღის წინ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს აქვთ არჩევანი ან აიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა ან დატოვონ ყარაბაღი. 

მსგავსი სიახლეები