აზერბაიჯანს BRICS-ში გაწევრიანება სურს
აზერბაიჯანს BRICS-ში გაწევრიანება სურს. ამის შესახებ სააგენტო ТАСС 18 აგვისტოს, მოსკოვში ქვეყნის ელჩ ფოლად ბულბულ ოღლიზე დაყრდნობით წერს.
"აზერბაიჯანმა ნამდვილად გამოთქვა ასეთი სურვილი," - აღნიშნა დიპლომატმა. "ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე ჩვენს რუს კოლეგებთან, მაგრამ ეს ასევე პროცესია და საკითხზე მუშაობაა საჭირო."
საერთაშორისო ორგანიზაციის შემდეგი სამიტი 22-დან 24 ოქტომბრამდე ყაზანში ჩატარდება.
18 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. კრემლის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელია რამდენიმე ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერა.
BRICS არის სახელმწიფოთა არაფორმალური ჯგუფი, რომელშიც შედის რუსეთის ფედერაცია, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ 2023 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა, რომ არგენტინა, ირანი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები მიწვეულნი არიან სრულუფლებიან წევრებად.
მოგვიანებით არგენტინამ უარი თქვა გაწევრიანებაზე.
ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნიკონდეტ ფალანგკუნმა 30 მაისს დაადასტურა, რომ ქვეყანა BRICS-ის წევრი გახდება. მალაიზიის ხელისუფლებამ ასევე ისაუბრა მათ ინტერესზე და უკვე შეიტანა შესაბამისი განცხადება.