"აზოვი" ახალ ბატალიონს ქმნის, რომელსაც მარიუპოლის დამცველები უხელმძღვანელებენ
უკრაინის ეროვნული გვარდიის "აზოვის" პოლკი იწყებს მე-3 ოპერატიული ბატალიონის რეკრუტირებას და ფორმირებას. ბატალიონს მარიუპოლის დამცველთა მეთაურები უხელმძღვანელებენ. ამ ინფორმაციას "აზოვის" პრესსამსახური ავრცელებს.
"ჩვენ ველოდებით მოტივირებულ მოხალისეებს, რომლებსაც სურთ უკრაინის დაცვა პროფესიონალური დანაყოფის რიგებში, იმ ოფიცრებისა და სერჟანტების მეთაურობით, რომლებსაც აქვთ მარიუპოლის დაცვის ფასდაუდებელი გამოცდილება", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლკის განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაძლებელია ტრანსფერები შსს-ს სტრუქტურებიდან - ეროვნული პოლიცია, ეროვნული გვარდია, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური და სხვა.
სამხედრო ქვედანაყოფში გაწევრიანების პირობები აზოვის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.