აზოვი: რუსეთი თავისი ომის დანაშაულებისთვის ახსნას ეძებს

"ქვეიმპერია თავისი ომის დანაშაულებისთვის ახსნას ეძებს." - "აზოვის" პოლკი რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ პოლკის მებრძოლების "ტერორისტებად" გამოცხადებას გამოეხმაურა.

"ოლენოვკაში აზოვის პოლკის სამხედრო ტყვეების საჯარო სიკვდილით დასჯის შემდეგ, რუსეთი ეძებს ახალ მიზეზებსა და ახსნას თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აზოვის პოლკი "ტერორისტულ ორგანიზაციად" აღიარა. ქვეიმპერიას, რომელიც მსოფლიოს ბირთვული იარაღით განადგურებით ყოველდღიურად ემუქრება, რომლის პრეზიდენტმაც "ტუალეტებში აფეთქებისკენ" მოუწდა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეების სახლები ააფეთქა, რომელმაც მომწამვლელი გაზით დაახრჩო საკუთარი და სირიელი ქალები და ბავშვები, ერთხელ და სამუდამოდ კბილებში უნდა მოხვდეს", - ნათქვამია პოლკის განცხადებაში.

აზოვმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს და სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც თავს ცივილიზებულად თვლიან, მოუწოდა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ.

2 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები