"აზოვის" მეთაურის მოადგილე: მე და პოლკის სარდლობა აზოვსტალში ვართ

უკრაინელი მებრძოლები კვლავ რჩებიან დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის ქარხანა აზოვსტალში და "გარკვეული ოპერაცია" გრძელდება. ამის შესახებ 19 მაისის ვიდეომიმართვაში აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა (კალინა) განაცხადა.

"დიდება უკრაინას! დღეს ომის 85-ე დღეა. მე და პოლკის სარდლობა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ. მიმდინარეობს გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებსაც არ ვამხელ. მადლობას ვუხდით მთელ მსოფლიოს და უკრაინას მხარდაჭერისთვის. გნახავთ", - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები