აზოვის მეთაურის მოადგილე: რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს თეთრ სამკლაურებს ურიგებენ
მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივ მოსახლეობას თეთრი სამკლაურები დაურიგეს, რათა უკრაინელ სამხედროებს ისინი რუს სამხედროებში აერიოთ. უკრაინაში შეჭრილი რუსი ოკუპანტები თეთრი სამკლაურებით გადაადგილდებიან და ეს მათი განმასხვავებელი ნიშანია. ამის შესახებ "აზოვის" მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.
"საერთოდ, ამ საათის მონაცემებით, ურდოს ბარბაროსების შეუქცევადმა დანაკარგმა 50 ქვეითს, ორი ტანკს, ორ ჯავშანტრანსპორტიორს, ერთი MT-LB-ს და ერთი ჯავშანტრანსპორტიორს მიაღწია, ასევე განადგურდა რამდენიმე სატვირთო მანქანა. მათი სახმელეთო კომპონენტი დიდ ზარალს განიცდის. ეს ველურები თეთრ სამკლაურებს ურიგებენ მშვიდობიანი მოქალაქეებს. ამით ართულებენ ჩვენი სამხედროების მუშაობას. მაგრამ მერწმუნეთ, ორკებო, ჩვენ ვიცით სად ხართ თქვენ და სად არიან მშვიდობიანი მოქალაქეები! ჩვენ მზად ვართ შეტევაზე გადავიდეთ! მხოლოდ ერთი ნაბიჯია სამხრეთის განთავისუფლებამდე!" - თქვა პოლკის ერთ-ერთმა მეთაურმა.