„აზოვის“ ბრიგადას ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება ექნება - WP
გამოცემა The Washington Post-ი, სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია „აზოვის“ სპეციალური ძალების ბრიგადას მოუხსნის 10 წლიან შეზღუდვას და მისცემს უფლებას გამოიყენოს ამერიკული იარაღი.
„აზოვის“ ბრიგადა, რომელიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს ქალაქ მარიუპოლს იცავდა, განიხილება, როგორც ერთ-ერთი განსაკუთრებულად ეფექტურ სამხედრო ძალა.
დაჯგუფება 2014 წლის მაისში მას შემდეგ შეიქმნა, რაც პრო-რუსულმა სეპარატისტებმა, რუსული არმიის მხარდაჭერით, ქალაქი მარიუპოლი დაიკავეს. „აზოვმა“, სადაც, თავდაპირველად გაერთიანებულნი იყვნენ ფეხბურთის გულშემატკივრების დაჯგუფებები და ულტრამემარჯვენე ექსტრემისტები, ივნისში უკვე ქალაქის გათავისუფლება შეძლეს.
„აზოვის“ ზოგიერთი დამაარსებლის რასისტული, ქსენოფობიური, ულტრანაციონალისტური ხედვების გამო და, ასვე, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლების მიერ ჰუმანიტარულ დარღვევებში დადანაშაულების გამო, აშშ-მა აკრძალვა შემოიღო მათ მიერ ამერიკული იარაღის გამოყენებაზე.
ახლა უკვე მე-12 სპეციალური დანიშნულების ბრიგადა, რომელიც 2015 წლიდან უკრაინის ნაციონალური გვარდიის ნაწილია, ექნება სრული წვდომა აშშ-ს მიერ მიწოდებულ იარაღზე.
გამოცემას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განუცხადა, რომ აკრძალვის გაუქმება ეყრდნობა დღევანდელი “აზოვის” შემადგენლობის ლიჰის კანონის საფუძველზე შემოწმებას - “საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, უკრაინის მე-12 სპეციალური დანიშნულების ბრიგადა „აზოვმა“ გაიარა ლიჰის კანონის საფუძველზე შემოწმება” - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. მათი განცხადებით, წარსულში წაყენებული დარღვევების შესახებ მტკიცებულები ნაპოვნი არ არსებობს.
ყოფილი სენატორის, პატრიკ ლიჰის მიერ დაწერილი ეს კანონი კრძალავს შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დახმარების გაწევას ისეთი დაჯგუფებებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან შემჩნეულნი.
ამერიკული იარაღის გამოყენებაზე აკრძალვის გაუქმება პრიორიტეტს წარმაოდგენდა უკრაინელი ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბრიგადა შეიძლებოდა უფრო ეფექტური ყოფილიყო მარიუპოლის დაცვის დროს, თუ მათ წვდომა ექნებოდათ ამერიკულ იარაღზე. ბრიგადას ასევე ეკრძალებოდა აშშ-ს სამხედროების მიერი ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა.