ტრამპი ზელენსკის მოუწოდებდა მიეღო პუტინის წინადადება ან დალოდებოდა განადგურებას

17 ოქტომბერს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი უკრაინელ ლიდერს მოუწოდებდა დროულად მიეღო ვლადიმირ პუტინის წინადადება ან დალოდებოდა ომში გამანადგურებელ მარცხს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - ეს ადასტურებს, მანამდე Axios-ის მიერ გავრცელებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც პარასკევის შეხვედრამ "დაძაბულ" გარემოში ჩაიარა და ჯამურად ცუდი იყო.
- წყაროების ცნობით, 2.5 საათიანი შეხვედრის განმავლობაში საუბარი პერიოდულად იძაბებოდა და მწვავე კამათში გადადიოდა - ტრამპმა რამდენიმეჯერ უცენზურო ლექსიკასაც მიმართა.
- "ზომაზე მეტად ემოციურ" საუბრებზე მიუთითებდნენ გამოცემა Axios-ის წყაროებიც.
ჩაშლილად: FT-ის ცნობით, ტრამპმა იმეორეობდა ვლადიმირ პუტინის თეზისებს, რომელიც მისგან წინა დღით სატელეფონო საუბარში მოისმინა - ზოგი მათგანი ეწინააღმდეგობოდა თავად ტრამპის მიერ ცოტა ხნის წინ გაჟღერებულ შეხედულებებს.
- "ან შეთანხმებას დადებთ, ან განადგურდებით"- განაცხადა ტრამპმა შეხვედრის მიმდინარეობისას - წყაროების ცნობით, ამერიკელი პრეზიდენტი იმეორებდა, რომ უკრაინაში ომში მარცხდება და დასძინა, რომ "სურვილის შემთხვევაში პუტინს შეუძლია გაანადგუროს უკრაინა."
- საუბრის დაძაბვის ფონზე ტრამპმა რაღაც მომენტში ტრამპმა უკრაინული დელეგაციის მიერ წარდგენილი საბრძოლო რუკები მოისროლა და ზელენსკის სთხოვდა სრულად დაეთმო დონეცკის ოლქი.
- იმის შესახებ, რომ ტრამპთან საუბარში პუტინმა დონეცკის ოლქი სრულად მოითხოვა Washington Post-ის წყაროებიც ადასტურებენ.
დაეწიე ამბავს: მიუხედავად ამისა, უკრაინელებმა შეძლეს ტრამპის გადარწმუნება მხარი დაეჭირა კონფლიქტის არსებულ ფრონტის ხაზებზე გაყინვას - მოგვიანებით მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ამერიკელმა პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტშიც.
- წყაროების ცნობით, შეხვედრის შედეგად იმედგაცრუებული იყო არამხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკი, არამედ ევროპელი ლიდერებიც, რომლებიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტრამპი არ აპირებს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას.
კონტექსტი: ტერიტორიული საკითხები ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მომავალი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
- შეხვედრის შესახებ შეთანხმება პუტინისა და ტრამპის რიგით მერვე სატელეფონო საუბარში შედგა და ის მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ბუდაპეშტში გაიმართება.
- ამერიკის მხრიდან სამიტის მომზადებას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, რამაც წყაროების ცნობით, უკრაინული დელეგაცია დაამშვიდა.
- უკრაინასა და არაერთ ევროპულ დედაქალაქში მიაჩნიათ, რომ უიტკოფი ვერ ერკვევა ვითარებაში და ვერ გამოაქვს სწორი გზავნილები კრემლთან კომუნიკაციის შემდეგ.
- დასავლური მედიის ცნობით, სწორედ უიტკოფის მიერ არასწორად ინტერპრეტირებული პუტინის პოზიციები გახდა ალასკის სამიტის ორგანიზებისა და შემდეგ მისი წარუმატებლობის მიზეზი.