ზელენსკი: უკრაინა 25 ერთეული Patriot-ის სისტემის შესყიდვისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი ამზადებს კონტრაქტს 25 ერთეული Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვისთვის, რომლის დაფინანსებაც გაყინული რუსული აქტივებით იგეგმება.
ვითარების არსი: ზელენსკის თქმით, სისტემების შესყიდვის შესაძლებლობა მან ვაშინგტონში ვიზიტის დროს განიხილა.
- „აღნიშნულ 25 სისტემას უკრაინა მიიღებს წლების განმავლობაში, სხვადასხვა რაოდენობით“ - განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
- ზელენსკის თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა მოითხოვეს 25 სისტემა, თუმცა მათი მიღება დაუყოვნებლივ ვერ მოხერხდება, რის გამოც მიღების პროცესი რამდენიმე წელზე გადანაწილდება.
- მთავარ პრობლემას წარმოება წარმოადგენს - „პეტრიოტებზე“ დიდი მოთხოვნაა და ბევრი ქვეყანა უკვეთავს, შესაბამისად, საჭიროა რიგში დგომა. თუმცა, ზელენსკის განცხადებით, რიგის გადაპრიორიტეტება შესაძლებელია, თუ ამის შესაბამისი პოლიტიკური ნება იარსებებს.
- პრეზიდენტის თქმით, ნატოს წამყვან ქვეყნებში განლაგებულია აშშ-ის კუთვნილი სისტემები და, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი უკრაინისთვის გადაცემა.
- აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 25 სისტემის ღირებულება დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხებით.
კონტექსტი: უარი ტომაჰავკებზე და დაძაბული შეხვედრა - როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა აშშ-ში.