ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას იანვარში გამოაცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა 2023 წლის დასაწყისში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გამოაცხადოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენმა კენჭისყრის სურვილი უკვე გამოხატა.
"ბოლო 40 წელიწადში, დემოკრატ პრეზიდენტებს შორის ყველაზე წარმატებული შუალედური არჩევნების შემდეგ, [ბაიდენმა] განაცხადა, რომ აპირებს კენჭისყრას და აპირებს ამის შესახებ ოჯახთან საუბარს და, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მომავალი წლის დასაწყისში მიიღებს", - თქვა მან.