ბაიდენმა თქვა, რომ მას არჩევნებში ტრამპის დამარცხება შეეძლო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ მას შეეძლო ტრამპის დამარცხება, თუ კანდიდატად დარჩებოდა.
ამის შესახებ ბაიდენმა USA Today-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მისი აზრი ეფუძნება გამოკითხვების შედეგებს, რომლებიც მან ნახა.
"ეს თავდაჯერებულად ჟღერს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ," - უპასუხა ბაიდენმა შეკითხვას, დაამარცხებდა თუ არა ტრამპს.
თუმცა, მან ასეთი თავდაჯარება არ გამოხატა, როდესაც ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ის, რაც სჭირდება პრეზიდენტობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
"არ ვიცი," - უპასუხა მან.
ბაიდენმა, დემოკრატიული პარტიის ლიდერების ზეწოლის ფონზე, ზაფხულში ტრამპთან დებატებში კატასტროფული მარცხის შემდეგ კანდიდატურა მოხსნა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
ჰარისის კანდიდატურამ მხარდამჭერებში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია, მან შემოწირულობების რეკორდებიც მოხსნა. თუმცა, კამპანიის განმავლობაში ძირითად საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა და უკანონო მიგრაცია, კრიტიკას დამაჯერებლად ვერ უპასუხა, მას ბაიდენის ადმინისტრაციის არაპოპულარობაც ხელს უშლიდა და საბოლოოდ, ტრამპთან დამარცხდა.