ბაიდენი აცხადებს, რომ სი ძინფინგთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერთან სი ძინფინგთან საუბარს გეგმავს.

ამის შესახებ მან 13 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა სი ძინფინგთან საუბარს, ბაიდენმა უპასუხა დიახ. ამასთან, მან არ უპასუხა, როდის შეიძლება ეს საუბარი შედგეს.

კონტექსტი

ბაიდენს და სი ძინფინგს თითქმის სამსაათიანი მოლაპარაკებები ჰქონდათ G20-ის ლიდერთა სამიტის წინა დღეს, რომელიც 2022 წლის 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართა. The New York Times-ი წერდა, რომ ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა აღადგინონ ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდეა.

თებერვალში შეერთებული შტატებისა და კანადის თავზე ამერიკელებმა ოთხი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. პირველი თებერვლის დასაწყისში აღმოაჩინეს ჩრდილოეთ შეერთებულ შტატებში, აღმოჩნდა, რომ ეს იყო სადაზვერვო ბუშტი ჩინეთიდან.  

ჩინეთი ამტკიცებდა, რომ ბუშტი მხოლოდ ამინდის კვლევისთვის გამოიყენებოდა და ის კურსიდან გადავიდა. 

აღმოჩენილი ბუშტების გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი გადადო, რომელიც 5-6 თებერვალს იყო დაგეგმილი.  

ამის შემდეგ ჩამოაგდეს კიდევ სამი მფრინავი ობიექტი: 10 თებერვალს - ალასკაზე, 11 თებერვალს - კანადის თავზე და 12 თებერვალს - ჰურონის ტბაზე, მიჩიგანის შტატში.

14 მარტს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ, სი ძინფინგი საუბარს ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები