ბაიდენი ჰიროსიმაში უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს. მისი ღირებულება 375 მილიონი დოლარი იქნება.
ამის შესახებ Politico აშშ-ისა და უკრაინის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით
გამოცემის თანახმად, დახმარების პაკეტი მოიცავს უფრო მეტ საარტილერიო ჭურვს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, რომელსაც შეერთებული შტატები და მოკავშირეები ადრე აწვდიდნენ კიევს, მაგრამ რომელიც ძალიან საჭირო იქნება გაზაფხულზე მოსალოდნელი მძიმე ბრძოლების წინ.
Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ მესამე ქვეყნებს უკრაინისთვის ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავების, F-16 გადაცემის უფლებას მისცემს და თავის G7-ის კოლეგებს უთხრა, რომ მხარს დაუჭერს ერთობლივ საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად.