ბაიდენი დაეთანხმა უკრაინისთვის კიდევ ერთი Patriot-ის სისტემის გადაცემას - NYT
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში მეორე ამერიკული საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot გაგზავნოს.
ამის შესახებ The New York Times ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
"ბაიდენმა გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო მაღალი დონის შეხვედრებისა და შიდა დებატების სერიის შემდეგ, თუ როგორ უნდა დააკმაყოფილოს უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად აშშ-ს საბრძოლო მზადყოფნის კომპრომისის გარეშე." - წერს გამოცემა.
NYT ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ Patriot-ის სისტემა უკრაინაში პოლონეთიდან შევა, სადაც ის ამერიკელ სამხედროებს როტაციისას იცავდა.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, სისტემა შეიძლება უკრაინაში ფრონტის ხაზზე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოჩნდეს.
"ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აშშ-ს მიერკიდევ ერთი სისტემის გადაცემა მოკავშირეებს იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ წაახალისებს," - აღნიშნავს გაზეთი.