ბაიდენი პოლონეთზე: ნაკლებ სავარაუდოა, რომ რაკეტები რუსეთიდან გაუშვეს
აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნას გამოეხმაურა - ბაიდენის თქმით, ტრაექტორიიდან გამომდინარე ნაკლებ სავარაუდოა, რომ რაკეტები რუსეთიდან იქნა გასროლილი.
ამის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა დიდი შვიდეული საგანგებო სამიტზე განაცხადა.
სპეციალისტები ჯერ კიდევ სწავლობენ ვითარებას ადგილზე, თუმცა ბაიდენის თქმით, მას აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ რაკეტები რუსმა სამხედროებმა გაისროლეს.
ბაიდენის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტები რუსული წარმოებისაა.
"არ მინდა რამის თქმა სანამ სრულ გამოძიებას არ ჩავატარებთ, მაგრამ ტრაექტორიიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტები რუსეთიდან იყო გაშვებული, მაგრამ ვნახოთ",- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენის თქმით, შემდგომი ზომების მიღებამდე აუცილებელია ვითარების სრულად გარკვევა.
კონტექსტი
გუშინ, 15 ნოემბერს, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტები ჩამოვარდა, რასაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
გუშინვე გაიმართა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდმობა, რომლის დასრულების შემდეგაც, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა დაადასტურა 2 მოქალაქის გარდაცვალება და განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზებს ამ დრომდე არკვევენ.
პატერ მულერის თქმით, ქვეყნის ზოგიერთი საჯარო დანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის დონე იზრდება და პარალელურად განიხილება ნატოს მეოთხე მუხლის ამოქმედება.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა მედიის სხვა კითხვები უპასუხოდ დატოვა.
ნატოს მეოთხე მუხლის მიხედვით ალიანსის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს ნატოს წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, თუ კი არსებობს საფუძვლიანი რისკები ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების კუთხით.