ბაიდენი: რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში, გამარჯვება მათი არ იქნება

ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინს იმედი აქვს, რომ დასავლეთი დაიღლება უკრაინის მხარდაჭერით, თუმცა ის ცდება, როდესაც ასე ფიქრობს. 

ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის დროს მისი სპეციალური მიმართვის ფარგლებში განაცხადა. 

"დიქტატორების სისასტიკე ვერასდროს გააქრობს თავისუფლებისკენ სწრაფვას, რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში, გამარჯვება არ იქნება მათი, არასდროს",- განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე, განაცხადა, რომ პუტინის აღარ ეპარება ეჭვი დასავლური ალიანსის სიმტკიცეში, თუმცა ის ფიქრობს, რომ განხეთქილება გარდაუვალია - "მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შემცირდება, უკრაინა და მისი მოკავშირეები არ დაიღლებიან."

კონტექსტი 

პრეზიდენტი ბაიდენი პოლონეთში უკრაინაიდან ჩავიდა, სადაც დაუნაონსებელი ვიზიტით 21 თებერვალს იმყოფებოდა. ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რის ფარგლებში უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები