ბაიდენი: რუსეთის თავდასხმა ჯერ კიდევ შესაძლებელია
აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს მიმართა - მიმართვის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისი და რუსეთის შესაძლო თავდასხმა იყო.
ბაიდენის თქმით, საჯარო რიტორიკაში რუსეთის მხრიდან ცვლილების მიუხედავად, რუსეთის მასშტაბური თავდასხმა ჯერ კიდევ ძალიან რეალურია.
პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადების მიუხედავად, აშშ ჯერ კიდევ ვერ ხედავს, რომ სამხედროების მუდმივი დისლოკაციის წერტილებში ბრუნდებიან. მისივე თქმით, ამ დროისთვის 150 ათასამდე რუსი სამხედრო უკრაინის ირგვლივაა განლაგებული და მათი უმეტესობა შემტევ პოზიციებზეა.
მასალა განახლებადია.