ბაიდენის და პუტინის პირველი შეხვედრა დასრულდა

ჯო ბაიდენის, ვლადიმირ პუტინის, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ორსაათიანი შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც ორივე მხრიდან 5-5 წარმომადგენელი ესწრებოდა.

“მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი შეხვედრის ინიცირებისთვის, - თქვა პუტინმა, კრემლის მიერ გავრცელებული ტრანსკრიპტის მიხედვით - ვიცი გრძელი გზა გაიარეთ და ბევრი იმუშავეთ. რუსულ-ამერიკულ ურთიერთობაში ბევრი საკითხია, რომელიც უნდა განვიხილოთ უმაღლეს დონეზე და იმედი მაქვს ჩვენი შეხვედრა პროდუქტიული იქნება.”

"ვფიქრობ, პირდაპირი შეხვედრა ყოველთვის უკეთესია" - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა. "მე ვცდილობ განვსაზღვრო სად შეგვიძლია ვიპოვოთ საერთო ინტერესები და ვითანამშრომლოთ. და სადაც არ შეგვიძლია, შევქმნათ პროგნოზირებადი და რაციონალური გზა, რომლითაც არ დავეთანხმებით ერთმანეთს." 

სამიტი ჯამში ხუთი საათის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს და ორი ლიდერი შეხვედრებს შორის შეისვენებს.

 

მსგავსი სიახლეები