ბაიდენის და პუტინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის ელჩი ამერიკაში დაბრუნდა
რუსეთის ელჩი ამერიკაში ანატოლი ანტონოვი აშშ-ში დაბრუნდა. ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი” წერს.
ანტონოვმა შეერთებული შტატები 21 მარტს დატოვა და მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაემგზავრა.
აპრილის შუა რიცხვებში კი პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესებაზე. გარდა ამისა, ვაშინგტონმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გაიწვია. ამ ნაბიჯს რუსეთმა ანალოგიურად უპასუხა და რუსეთში ამერიკის ელჩი, ჯონ სალივანი გაიწვია. ამასთანავე მოსკოვმა ქვეყანაში შესვლა რამდენიმე მოქმედ და ყოფილ დიპლომატს აუკრძალა.
16 ივნისს პრეზიდენტის რანგში ბაიდენის და პუტინის პირველი შეხვედრა შედგა, სადაც ისინი ელჩების დაბრუნებაზე შეთანხმდნენ.