ბაიდენისა და სი ძინფინგის შეხვედრა 15 ნოემბერს შედგება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ორმხრივ ურთიერთობებს 15 ნოემბერს განიხილავენ. ამის შესახებ 10 ნოემბერს თეთრმა სახლმა განაცხადა.
"მოლაპარაკებების თემები მოიცავს საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების მნიშვნელობას და რეგიონალურ და გლობალურ საკითხებს," - ნათქვამია განცხადებაში.
"2022 წლის ნოემბერში ბალიზე შემდგარი ბოლო შეხვედრის საფუძველზე, ლიდერები ასევე განიხილავენ, თუ როგორ გააგრძელონ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვა და ერთად იმუშაონ იქ, სადაც ჩვენი ინტერესები შეესაბამება, განსაკუთრებით ტრანსნაციონალურ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საერთაშორისო საზოგადოებაზე." - აცხადებს თეთრი სახლი.
ოქტომბრის ბოლოს თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ისინი ჩინეთის დელეგაციასთან ერთად მუშაობდნენ ნოემბერში, სან-ფრანცისკოში, ბაიდენისა და სი ძინფინგის შეხვედრის ორგანიზებაზე. ნოემბრის შუა რიცხვებში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი გაიმართება.
The New York Times ბაიდენის ორ ანონიმურ მრჩეველზე დაყრდნობით წერს, რომ ლიდერების მოლაპარაკებების თემები მოიცავს ტაივანს, უკრაინის ომს და ისრაელსა და ჰამასის ომს. ბაიდენი თავის ჩინელ კოლეგას აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ გააფრთხილებს.