ბაიდენისა და ტრამპის პირველი სატელევიზიო დებატები 27 ივნისის შედგება

შეერთებულ შტატებში, მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს შორის პირველი წინასაარჩევნო სატელევიზიო დუელი ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი.

15 მაისს, ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა დაწერა, რომ სატელევიზიო დებატები 27 ივნისის საღამოს ატლანტაში, ჯორჯიაში გაიმართება.

მანამდე, ბაიდენმა სატელევიზიო დებატების უფრო ადრე ჩატარების ინიციატივა გამოთქვა, რასაც ტრამპი დაეთანხმა.

ბაიდენმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ თავის მიკრობლოგში დაწერა: "მივიღე მოწვევა CNN-ისგან დებატების 27 ივნისს გასამართად. ახლა შენი ჯერია, დონალდ, ბოლოს და ბოლოს, შენ თქვი: სადმე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას."

ტრამპის გუნდმა ბაიდენს უპასუხა, რომ ეთანხმება ამ თარიღს და აღნიშნა, რომ ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ნახონ ორზე მეტი სატელევიზიო დუელი. რესპუბლიკელი კანდიდატის გუნდს ოთხი სატელევიზიო დუელი სურს - ივნისში, ივლისში, აგვისტოში და სექტემბერში.

ივნისში სატელევიზიო დებატების ჩატარება ძალზე უჩვეულოა. ბაიდენი და ტრამპი არ იქნებიან ოფიციალურად წარდგენილი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებად ივლისსა და აგვისტოში, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების პარტიულ კონვენციებამდე.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები 25 სექტემბერს, ისტონში, პენსილვანიაში უნდა ჩატარდეს. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ისევ კამალა ჰაირისია, ხოლო ტრამპს კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია.

მსგავსი სიახლეები