ბაიდენმა და მაკრონმა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 7 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ თეთრი სახლის ვებ-გვერდი წერს.
"ორმა ლიდერმა ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში, რომელიც მეორე წელია გრძელდება და მათ ვალდებულებაზე გააგრძელონ უსაფრთხოების მიმართულებით უკრაინის დახმარება და რუსეთს აგრესიის ფასი გადაახდევინონ." - აცხადებს თეთრი სახლი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა და მაკრონმა ასევე განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.
3 მარტს, ვაშინგტონში, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა და მასთან უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილა.