ბაიდენს ამომრჩეველთა 39% უჭერს მხარს, ტრამპს - 38% - Ipsos-ის კვლევა

აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპთან შედარებით, 1%-ით მეტი ადამიანი უჭერს მხარს.

ამის შესაებ Reuters/Ipsos-ის კვლევა იუწყება.

დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა დაახლოებით 39%-მა განაცხადა, რომ არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, ხმას ბაიდენს მისცემდა, 38% - ტრამპს.

კვლევის თანახმად, ბევრი ამომრჩეველი გადაუწყვეტელია: 11%-მა თქვა, რომ ხმას სხვა კანდიდატებს მისცემდა, 5%-მა თქვა, რომ ხმას არ მისცემდა, 7%-მა კი განაცხადა, რომ არ იცოდა ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

შვიდ შტატში, სადაც 2020 წელს ყველაზე მცირე სხვაობა იყო, ჯგუფს, ტრამპი ლიდერობდა რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის 40%-დან 37%-მდე. ამ შტატებში კანდიდატების მხარდაჭერა გადამწყვეტია, რადგან ამერიკის პრეზიდენტი ელექტორალურ კოლეგიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე კანდიდატი ხდება.

ბაიდენითა და ტრამპით უკმაყოფილების ფონზე, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ ხმას კონსპირაციების მიმდევარ კანდიდატ რობერტ კენედი უმცროსს მისცემდა.

როდესაც გამოკითხვის მონაწილეებს სთხოვეს არჩევანის გაკეთება ტრამპსა და ბაიდენს შორის, სხვა ვარიანტების გარეშე, ბაიდენი რეგისტრირებული ამომრჩევლების 50%-მა დაასახელა, ტრამპი 48%-მ.

Reuters/Ipsos-ის კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 094 ზრდასრულ ადამიანს შორის, მათ შორის 3 356 დარეგისტრირებული ამომრჩეველია. ცდომილების ზღვარი 1.8%-ია რეგისტრირებული ამომრჩევლებისთვის და 1.7% ყველა რესპონდენტისთვის.

მსგავსი სიახლეები