ბაიდენს სურს ტაივანს $1 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი მიჰყიდოს - Politico
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს ოფიციალურად სთხოვოს კონგრესს თანხმობას ტაივანისთვის დაახლოებით 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვაზე, იუწყება Politico.
შეიარაღების პაკეტი, რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების ადრეულ ეტაპზეა, მოიცავს:
- 60 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა AGM-84L Harpoon Block II, ღირებულება - 355 მილიონი დოლარი;
- 100 ტაქტიკური ჰაერი-ჰაერი რაკეტა AIM-9X Block II Sidewinder, ღირებულება - 85.6 მილიონი დოლარი;
- სადაზვერვო რადარები, ღირებულება - 655.4 მილიონი დოლარი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ Sidewinder-ის რაკეტებით ამერიკული F-16-ების აღჭურვაა დაგეგმილი, რომელიც ტაივანს უკვე აქვს.
Politico ხაზს უსვამს იმას, რომ სავარაუდოდ, ამერიკელი კანონმდებლები ტაივანისთვის იარღის მიყვიდვას მხარს დაუჭერენ, თუმცა კონგრესში მიმდინარე შვებულების გათვალისწინებით, პროცესი შესაძლოა გადაიდოს.