ბარნსი: ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენება სურს

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბარნსმა განაცხადა, რომ დაზვერვა ვერ ხედავს რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გეგმების მტკიცებულებებს. ამის შესახებ მან PBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ბარნსმა თქვა, რომ ბირთვული მუქარის მიზანი მსოფლიოს დაშინება იყო. მისი თქმით, ამ საკითზე საუბარი რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინთანაც ჰქონდა.

CIA-ს დირექტორმა განაცხადა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გეგმაზე მტკიცებულებები არ არსებობს. ამავდროულად, რუსებს პრეზიდენტმა ბაიდენმა განუმარტა რა რისკებს წარმოშობს მათთვის ამის გაკეთება.

გარდა ამისა, ბარნსი თვლის, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გავლენას სი ძინფინგის და ნარენდრა მოდის შეშფოთებაც მოახდენს.

მსგავსი სიახლეები