ბატალიონი სამხრეთი: გავანეიტრალეთ მზვერავთა ჯგუფი, ლიკვიდირებულია 51 ოკუპანტი
უკრაინის ფრონტის სამხრეთ მიმართულების ოპერატიული სარდლობა გასული 24 საათს აჯამებს.
სარდლობის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გააგრძელეს დაბომბვები, თუმცა არ გამოუვლენიათ განსაკუთრებული აქტიურობა. ხერსონის და ნიკოლაევის ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის.
ამასთანავე, ბატალიონის მტკიცებით მათ დროულად აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს ოკუპანტების მზვერავთა რაზმის შეტევა. "მზვერავთა რაზმთან შეტაკებისას მოკულია 1 ოკუპანტი, 1 დაჭრილი და 1 ტყვედ აყვანილი".
გარდა ამისა გასული 24 საათის განმავლობაში ლიკვიდირებულია 51 ოკუპანტი, ზალპური ცეცხლის 2 დანადგარი, 1 ტანკი, საზენიტო-სარაკეტო დანადგარი პანცირი, 2 ვერტმფრენი და 1 უპილოტო საფრენი აპარატი.
ომის კვლევის ინსტიტუტის 7 მაისის მიმოხილვის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით უტევენ ხარკოვის ოლქში და უახლოს პერიოდში შესაძლოა რუსეთის საზღავრსაც მიაღწიონ.
ამავდროულად უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ უკან დაიხია ქალაქ პოპასნოედან, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის პოზიციად მიიჩნევა.
2 მაისს გავრცელდა პენტაგონის კიდევ ერთი შეფასება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ საომარ მდგომარეობაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის პროგრესი დონბასში საუკეთესო შემთხვევაში მინიმალურია.
ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] 30 აპრილის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის წარმატებული გარღვევის შანსი ყოველდღიუად მცირდება.
29 აპრილს გავრცელდა პენტაგონის შეფასება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაპირველ გრაფიკს როგორც მინიმუმ რამდენიმე დღით ჩამორჩებიან.
იმავე პენტაგონში 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა დონბასში იყო ნელი და არამდგრადი.