ბატალიონი სამხრეთი: ხერსონის ოლქში 8 დასახლებული პუნქტი დავიბრუნეთ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 8 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბატალიონი სამხრეთი ავრცელებს.
"ჩვენმა ქვედანაყოფებმა აღადგინეს კონტროლი 8 დასახლებულ პუნქტზე ხერსონის ოლქში. ოკუპანტების მიერ ორგანიზებული მცდელობა მიეტანათ შეტევა პოსად-პაკროვსკის მიმართულებით წარმატებით იქნა მოგერიებული. მძიმე დანაკარგების შემდეგ მტერმა ჩერნობაევკის მიმართულებით უკან დაიხია",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.
ბატალიონის ინფორმაციით, ჯამურად გასული დღე-ღამის განმავლობაში მათ გაანადგურეს: 74 ოკუპანტი, 13 ერთეული ტექნიკა, 2 ტანკი, ზალპური ცეცხლის 1 სისტემა, 6 ერთეული ჯავშანტექნიკა და 4 უპილოტო საფრენი აპარატი.