ბავარიელი კონსერვატორები უკრაინისთვის გერმანული ტანკების გადაცემას ითხოვენ
გერმანიის ბუნდესტაგში ოპოზიციური ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) წარმომადგენლები თვლიან, რომ ევროპამ უნდა შეასრულოს უკრაინის მოთხოვნა Leopard 2-ის ტანკების მიწოდების შესახებ.
"ომი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდება", - განაცხადა CSU-ს ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრ დობრინდტმა.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა კიევისთვის მძიმე იარაღის შემდგომი მიწოდებას. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ომი დასრულდება, თუ ვლადიმერ პუტინისთვის "სრულიად ნათელი" გახდება, რომ უკრაინის დამორჩილება აღარ არის შესაძლებელი.
დობრინდტმა ასევე სწორი უწოდა აშშ-ს გადაწყვეტილებას კიევისთვის დამატებითი საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ების გადაცემაზე.