BBC: ბორისი პარტიის ლიდერობას ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე დარჩენას გეგმავს

BBC-ის ცნობით, სახელისუფლებო კრიზისის გამწვავების შედეგად, ბორის ჯონსონი თანამდებობის დატოვებას დათანხმდა.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ჯონსონი დღეს, 7 ივლისს, გამოაცხადებს, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგება, რის შედეგადაც პარტიის ახალი ლიდერის არჩევნები გაიმართება.

ჯონსონი გეგმავს, ახალი ლიდერის არჩევამდე, შესაბამისად, ოქტომბრამდე პრემიერის თანამდებობაზე დარჩეს. ჯერ ისევ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ბორის ჯონსონი თანამდებობის შემოდგომამდე შენარჩუნებას.

გუშინ ბორის ჯონსონის მთავრობა ათეულობით მინისტრმა დატოვა. მათ შორის იყვნენ ხაზინის კანცლერი (ფინანსთა მინისტრი) რიში სუნაკი და ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ ჯავიდი. დღეს დილით კი გუშინ დანიშნულმა კანცლერმა, ნადიმ ზაჰავიმ, განცხადება გაავრცელა, სადაც ჯონსონს მოუწოდა, რომ გადამდგარიყო.

მსგავსი სიახლეები