ბელარუს და რუს სამხედროებს შორის დაძაბულობა იზრდება - უკრაინის დაზვერვა

ბელარუსში რუს და ბელარუს სამხედროებს შორის დაძაბულობა იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო Telegram-ზე 6 ნოემბერს ავრცელებს.

"ბელარუსების მიმართ რუსი სამხედროების ზიზღის გამოხატვის პრეცედენტებს უკავშირდება არაერთი კონფლიქტური სიტუაცია. ბელარუსის სამხედრო პოლიცია ვერ აკავებს რუსების უკანონო ქცევას. კერძოდ, ბელარუსის შეიარაღებული ძალების უფროსი ოფიცრების მიერ, მათი ქვემდგომი სამხედროების საჩივრების საფუძველზე წარდგენილი ანგარიშები მიუთითებს რუსების დამამცირებელ განცხადებებსა და ქცევაზე ბელარუსების მიმართ. კერძოდ, ეთნიკური ნიშნით დამცირების შემთხვევებს." - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, მსგავსი პრეცედენტების რიცხვი სწრაფად იზრდება, რაც ბელარუსში დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციას იწვევს.

მსგავსი სიახლეები