ბელარუსმა მედესანტეები უკრაინის საზღვრიდან ბაზაზე დააბრუნა

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრესტის 38-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მედესანტეები უკრაინის საზღვრიდან მუდმივი დისლოკაციის პუნქტში დაბრუნდნენ.

განცხადების თანახმად, "ბელორუსის საზღვრის გამაგრების ამოცანის წარმატებით შესრულების შემდეგ" მედესანტეები მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდნენ.

MotolkoHelp-მა, რომელიც ბელარუსის ჯარების მოძრაობას აკონტროლებს, განაცხადა, რომ ბრესტის გასწვრივ ჯავშანტექნიკა მოძრაობს - ამის გამო ქალაქში მოძრაობა ნაწილობრივ ბლოკირებულია.

მსგავსი სიახლეები