ბელგიამ ატომური სადგურების დახურვა გადაავადა

ბელგიამ ატომური ელექტროსადგურების დახურვა 2030 წლამდე გადაავადა.

Doel 4 და Tihange 3 ბირთვული რეაქტორების დახურვას ბელგია 2025 წლამდე აპირებდა.

ბრიუსელმა გადაწყვეტილება უკრაინაში ომის გამო შექმნილი ‘ქაოსური გეოპოლიტიკური ვითარებით’ ახსნა, რომელიც ევროპაში ენერგეტიკულ ბაზარს რყევებით ემუქრება.

მთავრობის განცხადებით, ბირთვული ენერგიის დროებით შენარჩუნების პარალელურად გაძლიერდება ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება, რისთვისაც 1,1 მილიარდი ევროა გამოყოფილი.  

დიდ ატომურ სადგურებზე უარის თქმის პარალელურად ბელგიამ მცირე, ე. წ. „მოდულური“ ბირთვული რეაქტორების განვითარება დააანონსა.

 

მსგავსი სიახლეები