ბელგიის პოლიციამ ანტიტერორისტული რეიდებისას 8 ადამიანი დააკავა

ბელგიის პოლიციამ ორშაბათს საღამოს მთელი ქვეყნის მასშტაბით რვა ადამიანი დააკავა, დაკავებულებიდან მინიმუმ 5 ეჭვმიტანილია ტერაქტის მომზადებაში. ამის შესახებ POLITICO წერს.

ფედერალური პროკურატურის განცხადებით, დაკავებები ორი გამოძიების შედეგია.

"ორ საქმეს შორის არის კავშირები, მაგრამ შემდგომმა გამოძიებამ უნდა გამოავლინოს რამდენად იყო ეს ორი საქმე ერთმანეთთან დაკავშირებული", - ნათქვამია განცხადებაში.

პირველი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის დროსაც ანტვერპენის პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა. გარდა ამისა, რეიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით მერქსემში, ბორგერჰაუტში, დერნში, მოლენბეკსა და ეუპენში ჩატარდა.

სულ მცირე ორი ადამიანია ეჭვმიტანილი ბელგიის ტერიტორიაზე ტერაქტის მომზადებაში.

ცალკე გამოძიების შედეგად, სამი ადამიანი დააკავეს ზავენტემისა და ბრიუსელის მუნიციპალიტეტების მოლენბეკისა და შაერბეკის მასშტაბით. სამივე ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი.

პროკურორის თქმით, თავდასხმის მიზანი უცნობია და ჩხრეკის შედეგების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელდება.

მსგავსი სიახლეები