ბელგიის პრემიერი: სავალდებულო ვაქცინაციას განვიხილავთ
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას განიხილავს.
დე კროს სამთავრობო კოალიციის წევრი ფრანგულენოვანი სოციალისტური პარტია უკვე დიდი ხანია ამ ზომის მიღებას ითხოვს.
წარსულში დე კრომ ასეთ ნაბიჯს "პოლიტიკური სიზარმაცე" უწოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მან აზრი შეიცვალა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამის მიზეზი კორონავირუსის ომიკრონ შტამის გავრცელება და ჰოსპიტალური სექტორის არავაქცინირებული პირებით გადატვირთვაა.
"ბრიტანელი ეკონომისტი კეინსი ამბობდა: 'როდესაც ფაქტები იცველება, ჩემ მოსაზრებებსაც ვცვლი.' კარგი არგუმენტებით ჩემი დარწმუნება შეიძლება," - თქვა დე კრომ.
"ჩვენი მიზანი ცხადია: ყველა უნდა ავცრათ. თუ სავალდებულო ვაქცინაცია ამაში დაგვეხმარება, ამას განვიხილავთ. გაითვალისწინეთ: მთავრობა ამას თავად ვერ გადაწყვეტს. ამაზე დებატები პარლამენტში უნდა შედგეს," - დასძინა მან.
ბელგიის მოსახლეობის 77% სრულად აცრილია.